ისტორიის სწავლების ვორქშოფები პოლონელი პედაგოგებისათვის

✅ 2025 წლის 26 აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი)  მასწავლებელთა  უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა 2 ვორქშოფი ისტორიის მიმართულებით. 

✅ სამუშაო შეხვედრა/ვორქშოპი - „ინოვაციური მეთოდების გამოყენება საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების დროს“   ჩაატარა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერმა  - კახაბერ ჩაკვეტაძემ.

ვორქშოფის მიზანი იყო: ვორქშოპის მონაწილეები გაეცნონ სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, რომელიც შეიძლება გამოიყენონ საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების დროს საბაზო და საშუალო საფეხურზე.

ვორქშოფის შედეგები: ვორქშოპის შემდეგ მსმენელები შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ სწავლების ინოვაციური მეთოდები, აღნიშნული მეთოდების გამოყენების შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა კოგნიტური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.

✅ სამუშაო შეხვედრა/ვორქშოპი - „პროექტული სწავლების და კოგნიტური სქემების დანერგვის უპირატესობები“, ჩაატარა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერმა - ნიკოლოზ იმედაიშვილმა.

ვორქშოფის მიზნები იყო:

  • საკუთარი პროფესიული საქმიანობის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის
  • კონკურსის „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ წარდგენა
  • პროექტული სწავლების უპირატესობების შესახებ გამოცდილების გაზიარება
  • კოგნიტური სქემების გაცნობა და ანალიზი

ვორქშოფის შედეგები: ვორქშოფის შემდეგ მასწავლებლები შექმნიან  ანალოგიურ სქემებს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, დანერგავენ  ვორქშოფზე მიღებულ გამოცდილებას საკუთარ პრაქტიკაში, გააანალიზებენ პროექტული  სწავლების დანერგვის უპირატესობებს  

✅ ვორქშოფების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე; მასწავლებლის სახლის საგნობრივი კოორდინატორები - სოფიკო თენიეშვილი და ანა ლამპარაძე.