სამუშაო შეხვედრა ფიზიკოსებთან

➡️ 2025 წლის 8 მაისს, აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა შეხვედრა საბუნებისმეტყველო საგანთა სამეცნიერო ლაბორატორიის შექმნასთან დაკავშირებით.

➡️ შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე.

➡️ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნატო ზამთარაძე, ქეთევან ბასილაძე და CERN-ში სტაჟირების პროგრამის მონაწილე აჭარის ფიზიკის მასწავლებლები, რომლებიც სხვადასხვა დროს შვეიცარიაში, ჟენევაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდნენ.

➡️ საბუნებისმეტყველო  ლაბორატორიის შექმნის მიზანია: მეცნიერების პოპულარიზაცია ნებისმიერი ასაკის მონაწილისათვის  თანამედროვე მეცნიერების მიღწევების სახალისო და საინტერესო ფორმით; მონაწილეებს მიეცეს საშუალება  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე გაეცნონ ფიზიკის სწავლებაში გამოსაყენებლად პროგრამირებადი ელექტრონიკის, სენსორების, პროექტების კეთებით და ვირტუალური ექსპერიმენტებით სწავლების მეთოდიკას.

➡️ შეხვედრის დასასრულს გადაწყდა: ბათუმის მასწავლებლის სახლის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების   გათვალისწინებით  შეიქმნას საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სადაც პედაგოგები და მათი მოსწავლეები შეძლებენ:

• ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები,

• ზოგად ფიზიკაში თანამედროვე ტექნოლოგიებით ექსპერიმენტების ჩატარებას, თეორიული ცოდნის სისტემატიზაციას და პრაქტიკაში გამოყენებას;

• სასწავლო პროცესში სხვადასხვა რესურსების ეფექტიანად გამოყენებას;

• ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების უკეთ გააზრებას და სწავლებაში გამოყენებას.