ტრენინგი სკოლის ადმინისტრაციის წევრებისათვის: „ხარისხის მართვის მექანიზმები სკოლაში“

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს  აჭარის სკოლების არჩეული დირექტორის მოადგილეების პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსს.

✅ 2025 წლის 6-8 ივნისს ჩატარდა ტრენინგ-კურსის მე-3 მოდული: „ხარისხის მართვის მექანიზმები სკოლაში“ (12 სთ.) დირექტორის მოადგილეთა  სამი ჯგუფისათვის.

✅ 6 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: აჭარის არ განათლების და სპორტის  მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მრჩეველი - ნათია დევაძე, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე.

აჭარის განათლების ფონდში ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების მართვის ტრენერები: კახაბერ ჩაკვეტაძე, მარიზა აბაშიძე და მირანდა გორგოშიძე.

ტრენინგის მიზნებია:

➡️ მონაწილეები გაეცნობიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების განხორციელების პროცესს და გაიაზრებენ ამ პროცესის მნიშვნელობას ხარისხის მართვის ციკლში;

➡️ მონაწილეები გაიაზრებენ: •  ზოგადი  განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებს; •  ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე შეფასების მექანიზმების როლსა და  მნიშვნელობას;

➡️მონაწილეები შეძლებენ: • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებისთვის საჭირო ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებას;

• ხარისხის განვითარების ციკლის დანერგვით სასკოლო პროცესის უწყვეტ განვითარებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას; • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად სკოლის საჭიროებაზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებასა და მიღებული შედეგის შეფასებას.

✅ მოდულის მისაღწევი შედეგებია: ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებისთვის საჭირო ეფექტიანი სისტემის შემუშავებასა და დანერგვას სკოლაში.

სკოლის ადმინისტრაციის ტრენინგები ეტაპობრივად გაგრძელდება დარეგისტრირებული მსმენელებისათვის.