ქობულეთის მასწავლებელთა X მუნიციპალური კონფერენცია

☑️ 2025 წლის 7 ივნისს ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებით სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის N6 საჯარო სკოლაში გაიმართა ქობულეთის მასწავლებელთა X მუნიციპალური კონფერენცია: ,,სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები".
☑️კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა: პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და ინკლუზიური განათლების პრინციპების ინტეგრირება.
☑️ კონფერენციის გახსნა და პედაგოგებს მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი. მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროში არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
☑️ კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს სიტყვით მიმართეს: აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა - სულიკო თებიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ირაკლი ცეცხლაძემ, მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა - ნათია ნიჟარაძემ.
☑️ მეათე კონფერენციაზე 8 საგნობრივი ჯგუფის 40 მოხსენება იქნა წარდგენილი პრეზენტაციების სახით. მოხსენებებს შორის გაიმართა დისკუსია.
☑️ სექციურ მუშაობას უძღვებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი ტრენერები: ნუკრი კობახიძე, ნანა ვარდმანიძე, ნიკა იმედაიშვილი, ეკა თურმანიძე, თინათინ გიორგაძე, ნინო ალანია, თამარ გოგიშვილი, თამარ ძველაია, გივი კერესელიძე.
☑️ სექციების მუშაობას გაეცნო განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
☑️ კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.