ტრენინგი - „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“ ბათუმსა და ქობულეთში

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსს აჭარის საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორის მოადგილეებისათვის.
➡️ 2025 წლის 19-20 ივნისს ჩატარდა ტრენინგ-კურსის მეორე მოდული: „სასკოლო სასწავლო გეგმა და კურიკულუმი“ ქობულეთისა და ხულოს საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორის მოადგილეების ორი ჯგუფისათვის. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 4 საათი.
➡️ ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების მართვის ტრენერები: მარიზა აბაშიძე (ქობულეთი), კახაბერ ჩაკვეტაძე - (ბათუმი).
➡️ ტრენინგის მიზანია: მონაწილეებმა შეძლონ სასკოლო სასწავლო გეგმისა და საგნობრივი კურიკულუმების შექმნის, განხორციელების, მონიტორინგის/შეფასებისა და რევიზიის პროცესის ფასილიტაცია.
➡️ ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები გაეცნობიან: • ცვლილებებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში; • უცხოეთის გამოცდილებას კურიკულუმების შექმნის მიმართულებით.
➡️ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • სასკოლო სასწავლო გეგმის კომპონენტებისა და სტრუქტურის განსაზღვრას; • სასკოლო სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპების გააზრებას სწავლება-სწავლის ხარისხთან მიმართებით; • კურიკულუმის შემუშავებაში სასკოლო საზოგადოების / დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობის გააზრებას; • საგნობრივი კურიკულუმის კომპონენტების განსაზღვრას; • სწავლის უნივერსალური დიზაინის არსისა და მნიშვნელობის გააზრებას; • სკოლის დირექტორის როლის განსაზღვრას საგნობრივი კურიკულუმების შექმნის პროცესში; • კურიკულუმის დიზაინის ვარიანტების განხილვას; • კურიკულუმის განვითარების აუცილებლობის გააზრებას და მის მეთოდოლოგიაზე მსჯელობას.
➡️ 19 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე.