პროფესიული განვითარების ტრენინგი ქობულეთის სკოლების დირექტორებისათვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დაიწყო სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგების კურსი აჭარის საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორებისათვის.

➡️ 2024 წლის 20-21 აპრილს  ჩატარდა ტრენინგ-კურსის პირველი მოდული:  „სკოლის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა“ ქობულეთის საჯარო სკოლების არჩეული დირექტორებისათვის. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 8 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 4 საათი.

➡️ ტრენინგს ქ. ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის განათლების მართვის მიმართულების ტრენერი - კახაბერ ჩაკვეტაძე.

➡️ ტრენინგის მიზანია: მონაწილეებმა შეძლონ სკოლის სტრატეგიული განვითარების პროცესების ეფექტიანად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.

➡️ ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

• სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრას;

• სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირების საფუძველზე სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ფორმირების პროცესის ფასილიტაციას;

• სტრატეგიულ მიზნებზე ფოკუსირებული პროექტების ინიცირებას, დანერგვასა და შესრულების ორგანიზებას.

➡️ 21 აპრილს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და ფონდის კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.