ხელოვნების უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

➡ 2021 წლის 19-28 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.

ტრენინგს - „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -  შემოქმედებითობა და პრაქტიკა“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ხათუნა ლომაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი ცოდნა და უნარები.

➡  ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები: შეძლებენ ეროვნული სასწავლო გეგმის (სტანდარტი, წლიური პროგრამა) სტრუქტურული ერთეულების ფუნქციისა და საჭიროების დახასიათებას;  მათ გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად; გაეცნობიან სასწავლო თემის მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების დაგეგმვას (ცნებების, მკვიდრი წარმოდგენების, საკვანძო შეკითხვების, შეფასების კრიტერიუმების, კომპლექსური დავალებების გამოყენებით); შეძლებენ სწავლა სწავლების პროცესში შედეგების, შეფასების კრიტერიუმების, საკვანძო შეკითხვების, ცნებების, მკვიდრი წარმოდგენების ფუნქციისა და საჭიროების გაანალიზებას.

➡  იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.